ლადო პაპავა დაკითხვაზე – ყოფილი რექტორი პასუხისმგებლობას სუს-ს აკისრებს

თსუ-ს ყოფილი რექტორის, ლადო პაპავას განცხადებით, რექტორობიდან გადადგომის შემდეგ მას დაკითხვებზე ატარებდნენ და ორი ბრალდებაც წაუყენეს. პაპავა ვრცელ და სკანდალურ ინტერვიუს “კვირის პალიტრას” აძლევს, რომლის ბოლოსაც აცხადებს, რომ თუ ამ ინტერვიუს შემდეგ მისი ოჯახის წევრებს რაიმე საფრთხე დაემუქრა, მთავარი პასუხისმგებელი სუს-ი იქნება.

“პროცესი ჩემი გადადგომის შემდეგაც გაგრძელდა- რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ, თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს-უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდვინეთო, და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი ქალბატონმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია პირიქით მიეცით ბოლომდე მსვლელობა არაფერი მაქვს დასამალი- მეთქი…

საუბარს კი ასე დავასრულებ – ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მორიგი სიბინძურის კამპანიას არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი მოლოდინი მართლაც გამართლდება და მე და ჩემი ოჯახის წევბრებს თუნდაც ირიბად უახლოეს პერიოდში ან თუნდაც მომავალში რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, საჯაროდ ვაცხადებ- ამის მთავარი შემოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან.” აცხადებს “კვირის პალიტრასთან” საუბარში ლადო პაპავა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
შემდეგი სტატია“ხელისუფლება უზურპაციიის გზას დაადგა, ახალი კონსტიტუცია მთლიანად ცვლის სახელმწიფოს მოწყობას” – ქუთელია