კორონავირუსით ინფიცირებული მამაო: ხარება დღეს ვწირავდი და რა თქმა უნდა, ვეზიარე

ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი პაპავა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყვება, რომ კორონავირუსის სიმპტომები მას 7 აპრილს, ხარების დღესასწაულის საღამოს დაეწყო.  როგორც თავად ამბობს, ხარების დღესასწაულის ლიტურგიის დროს ის ეკლესიაში მსახურობდა.

“სიმპტომები დამეწყო ხარებას. საღამოს სიცხემ ამიწია, დაახლოებით, 38-მდე, მეორე დღეს უფრო მეტი – 39. მერყეობდა. ყველა დისტანციურად ვართ ხოლმე და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია წირვაზე სხვებთან, შორს ვიდექით ყველა. არც აღსარებაზე გავდივართ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა და მეც ასე ვცდილობდი,”- ამბობს მამა გიორგი.

მისივე თქმით, მაღალი სიცხის მიუხედავად, ის 8 აპრილსაც იყო ეკლესიაში ღვთისმსახურების აღსავლენად, რადგან ოთხშაბათი მისი მსახურების მორიგეობის დღეა.

“იმ დღეს ვიმსახურე მე, მაგრამ ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა ბოლოში და მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია,”- ყვება მამა გიორგი.

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. ის და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

banner
წინა სტატიაშიინფიცირებულ დაცვის თანამშრომელს საპატრიარქოში მყოფებთან შეხება არ ჰქონია და მხოლოდ შენობაში შემსვლელებს უტარებდა თერმოსკრინინგს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში აცხადებენ, რომ ვერაზე მდებარე ტაძარში, რომლის მღვდელმსახურებიც თვითიზოლაციაში არიან, სააღდგომო მსახურებას სხვა სასულიერო პირები ჩაატარებენ