კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა – გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, „პისიარ“ ტესტით – 1 331.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 108 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 175 აცრა, დღიურად აცრილია 16.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებს
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი – მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას