კონკურენციის სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უწყებად გადაიქცევა

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონებს, რომელსაც ოპოზიცია ბიზნესის მოგუდვის კანონებს უწოდებს. ცვლილებები კონკურენციის, კომუნიკაციებისა და, ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონებში შედის.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ეს შესწორებები ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. მათი დაჩქარებულად მიღება კი, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან ტოტალური კონტროლის დამყარების სურვილითაა განპირობებული.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სამივე კანონი ერთი სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რომ როგორმე დააშინონ და დაიმორჩილონ ბიზნესი.

კონკურენციის კანონში შედის ცვლილებები და ეს უწყება გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სტრუქტურად ბიზნესისთვის, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : პირველი და ძალიან კარგი პრეცენდენტია, რომ ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვმსჯელობთ კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდზე