კომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსა

კომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსა

კომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსაკომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსა და ამგვარად, ორგანიზაციაში მყოფ მოხუცებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„საქველმოქმედო ორგანიზაცია „კათარზისის“ მხარდაჭერა უკვე ტრადიციად გვექცა. ყოველწლიურად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად გამოვყოთ მათთვის თანხები. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და მასშტაბურიც გახდება“, – განაცხადა „იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ხატია ოძელაშვილმა.

„იფქლის“ წარმომადგენლები ორგანიზაციის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ. „კათაზრისის“ მენეჯერმა, ქალბატონმა გულიკო გოგოლაძემ „იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსს ორგანიზაცია დაათვალიერებინა და ხანდაზმულთა ყოველდღიურობის შესახებ ესაუბრა.

„ჩვენთან მოხუცები თავს ისე გრძნობენ, როგორც შინ. აქ მათი ღირსეული ყოფისათვის გამოყოფილია სასადილო, მოსასვენებელი ოთახები, კაფე, ბიბლიოთეკა, ინტერნეტ-კაფე, საკონცერტო და სპორტული დარბაზები. გვაქვს ასევე თავშესაფარი. ორგანიზაციის ფუნქციონირება კი მთლიანად დამოკიდებულია შემოწირულობებზე“, – განაცხადა ქალბატონმა გულიკო გოგოლაძემ.

კათარზისი დაფუძნდა 1990 წელს და მას ყოველდღიურად უამრავი მოხუცი სტუმრობს საკვების მიღებისა და დღის კომფორტულ გარემოში გატარების მიზნით.

კომპანია „იფქლი“, რომელიც 1993 წელს დაარსდა, დროდადრო მონაწილეობას იღებს სიღარიბის დაძლევაში ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა „კათარზისი“.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- ზუგდიდში 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიანაფიცი მსაჯულები გიორგი ოქროპირიძისთვის ვედრიქტის გამოსატანად გავიდნენ