კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

news
ავტ.: news დეკემბერი 9, 2016 17:55

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი მიქელაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი გახდა რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზა ძირითადად წაგებაზე მუშაობდა.

”ქართული ოცნების” დეპუტატმა გია მიქელაძე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს რკინიგზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

“რკინიგზასთან დაკავშირებით, მე გამოვალ პლენარულ სხდომაზე და ვაჩვენებ საქართველოს, როგორ გაძარცვეს “საქართველოს რკინიგზა”. რატომ არის კატასტროფულ მდგომარეობაში. მილიარდები მოიპარეს და მე მაგას გრაფიკების მიხედვით ყველაფერს გაჩვენებთ. იქ თქვენ გყავდათ ხალხი მოკალათებული და ის ხალხი გაიქცა, არ დაიჭირეს. დღეს გამოდიხართ და ლაპარაკობთ, თითქოს ციდან მოფრენილი ხართ”, – აღნიშნა მიქელაძე.

რომან გოცირიძემ “”ქართული ოცნების” დეპუტატს ჰკითხა რკინიგზასთან დაკავშირებით ინფორმაციას საიდან ფლობს. ” რკინიგზა საიდან იცით?” აღნიშნა გოცირიძემ.

“მე რომ გამოვალ პლენარულ სხდომაზე, მე თქვენ განახებთ, საიდან ვიცი რკინიგზა, როგორ ყიდდნენ და რატომ არ გაყიდეს. პორტები და რა ქნეს საქართველოში. ამ ყველაფერს განახებთ. გოცირიძე: რკინიგზაზე არ მინდა, ძალიან მძიმე თემა იქნება”, – განაცხადა მიქელაძემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 9, 2016 17:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics