კობახიძის ჰალუცინაციებს ვუსმენთ, ყველგან ელანდებათ რევოლუცია, ეჩვენებათ, რომ ვატრიალებთ და ვაყირავებთ – ნაცვლიშვილი

უნდა ვუსმენდეთ, როგორ ამზადებენ პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე, სად არის აქ პარლამენტის როლი, ამის ნაცვლად, ვუსმენთ კობახიძის ჰალუცინაციებს, ყველგან ელანდებათ რევოლუცია, ეჩვენებათ, რომ ვატრიალებთ და ვაყირავებთ, – ასე პასუხობს მმართველი გუნდის განცხადებებს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მმართველი გუნდის განცხადებებს ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებასა და სახელმწიფო გადარტიალების გეგმების დასახვაზე.

მისი თქმით, ამ თემით მმართველი გუნდი გარკვეული საკითხებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

“ის ფაქტი, რომ ეს თემა მედია დღის წესრიგში ჩაჯდა, ნიშნავს იმას, რომ მიზანს მიაღწია ირაკლი კობახიძემ. არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ევროინტეგრაცია, კითხვები უნდა ისმოდეს ამ მიმართულებით და პასუხებს უნდა ვიღებდეთ რა სტრატეგია აქვს სახელმწიფო უწყებებს, როფორც ამზადებენ პასუხებს, სად არის აქ პარლამენტის როლი, მთავრობის როლი, ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვუსმინოთ კობახიძის ჰალუცინაციებს. არ ვაპირებ ამ საკითხზე გავაკეთო სერიოზული კომენტარი, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, როცა ყველგან ელანდებათ რევოლუცია, ეჩვენებათ, რომ ვატრიალებთ და ვაყირავებთ,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წევრობის გადმოსახედიდან ბევრი უნდა გაკეთდეს, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ლამაზი, გახდება არაჩვეულებრივი ქვეყანა – ჰუბერტ ქნირში
შემდეგი სტატიაგენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა