კობახიძე – აშშ-ის ახალი ელჩის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან დაკავშირებით მისი მოლოდინი ოპტიმისტურია.

მისივე თქმით, წინა ელჩის, კელი დეგნანის პირობებში სერიოზული პრობლემები იყო, თუმცა ერთ ელჩს არ შეუძლია იმ ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენება, რაც ჩამოყალიბებულია ორ ქვეყანას შორის.

„ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია. გახსოვთ, რომ წინა ელჩის პირობებში სერიოზული პრობლემები იყო. ბოლო შემთხვევა, „კანმასის“ დაფინანსება ნახეთ, რომელიც ძალადობრივ რევოლუციაზე პირდაპირ ტრენინგს ატარებდა. მანამდე იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, მოსამართლეზე ზეწოლის შემთხვევა იყო. ასევე, ბაკურიანის ცნობილი შეკრება, ექსტრემისტების ღია მხარდაჭერა იყო. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. რა თქმა უნდა, ერთ ელჩს არ შეუძლია იმ ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენება, რაც ჩამოყალიბებულია ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში პარტნიორობა არათუ არ შესუსტდება, პირიქით, გაღრმავდება. კელი დეგნანი არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ის არის კელი დეგნანი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ერთმა ელჩმა ჩრდილი მიაყენოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაც 30 წელს ითვლის. უფრო მეტიც, ახალი ელჩის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩი ყველაფერს შემოატრიალებს, აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, მოსამართლეებზე ზეწოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. ცოტა ხნის წინ ამტკიცებდით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენდა საქართველოს და არ შეიძლება, რომ ელჩი არ გამოხატავდეს სახელმწიფოს ინტერესებს? – ელჩი იყო და ამაზე მეტს არ ვიტყვი, მაგრამ ის ფაქტები ძალიან მძიმე იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები და მონები, მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის სტრატეგიული კომუნიკაციების კომისიის მოხსენების მიხედვით, აშშ უნდა მოემზადოს რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომისთვის, დაიწყოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია