კობახიძე: 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი.

“ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მოქმედებებზე”- ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.

“ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ყველა თემა არის ღია. ღია გულისხმობს, მათ შორის, იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის, ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო უფრო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი.”- აცხადებს კობახიძე.

 

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენი პრიორიტეტია, ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით
შემდეგი სტატიამდინარაძე – ოპოზიციის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა თემა არ განხილულა