კიევის ოლქიდან ოკუპანტებს ძალები ბელარუსში გაჰყავთ – უკრაინის გენერალური შტაბი

რუსული საოკუპაციო ძალები კიევის ოლქში გადაჯგუფებას ახორციელებენ და სამხედროების ნაწილი ბელარუსში გაჰყავთ. ამის შესახებ კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
კიევის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსებს ძალები ბელარუსში ბრძოლისუნარიანობის აღდგენის მიზნით გაჰყავთ. ამასთანავე, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერების“ გადაადგილება შეინიშნება.

პარალელურად კიევის ოლქში დასახლებული პუნქტების დაბომბვა არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი 40-ჯერ გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე „ტაიფუნი“ გაანადგურეს
შემდეგი სტატიაახალი შეტევა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ – თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სამინისტროს სასარგებლოდ, 5 მილიონ 60 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა