კიევი მუდმივი საფრთხის ქვეშაა, დედაქალაქი რუსეთის მთავარი სამიზნეა – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დასავლეთისგან დამატებით სამხედრო დახმარებას ითხოვს. განა მალიარი ამბობს, რომ პუტინისთვის უკრაინა “ბოლო გაჩერება არ არის”, როგორც მან აღნიშნა, პუტინის სურვილია, რომ უკრაინა ევროპულ ქვეყნებზე შეტევის დასაწყებ პლაცდარმად გამოიყენოს.

“უკრაინული არმია NATO-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად წლებია ემზადება. ჩვენი მებრძოლები ყველაფრისთვის მზად არიან. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან შეიარაღება გვჭირდება. საუბარია საჰაერო თავდაცვაზე და მძიმე შეიარაღებაზე. გვესმის, რომ ეს ერთ, ან 2 დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა ვცდილობთ, რომ მალე მოვახერხოთ.

რუსულ არმიას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. დასავლეთმა უნდა გაითავისოს რომ ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის. უკრაინა ევროპის ფარია, რადგან პუტინისთვის უკრაინა ბოლო გაჩერება არ არის. პირიქით, სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროპულ ქვეყნებზე შეტევის დასაწყებ პლაცდარმად გამოიყენოს. ევროპის ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ უკრაინის დახმარებით საკუთარ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენენ. კიევი მუდმივი საფრთხის ქვეშაა, რადგან ჩვენი დედაქალაქი რუსეთის მთავარი სამიზნეა. სამწუხაროა, თუმცა საფრთხე მუდმივად არსებობს”,-თქვა განა მალიარმა.

banner
წინა სტატიაშიჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება – ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატოს გაფართოების შესახებ – ერდოღანი
შემდეგი სტატიაუკრაინის ომმა ევროპაში პანიკა გამოიწვია – ერდოღანი