ხვიჩია – სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა, ეს არის „ნაც-ქოცური“ ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტი

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა, ეს არის „ნაც-ქოცური“ ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტი, სადაც მხარეებს ყველაფერზე შეუძლიათ, იჩხუბონ, მაშინაც კი, როცა ყველაფერია ნათელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სასამართლო საქმეში წარმატება-წარუმატებლობა დაკავშირებულია იმაზე, მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა.

„არ მინდა, ამ პროცესში შესვლა, რადგან ნაწერს ყველა ვკითხულობთ და შეგვიძლია, გავიგოთ, რა იყო მოთხოვნილი. შეგვიძლია, გავიგოთ, რა იყო მოთხოვნა და შესრულდა თუ არა. თუ არ შესრულდა, იზეიმო, მოვიგეო, მსგავსი აქამდე არ გამიგია. გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდი წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის და ამ ნაწილში ამ დავას ყველგან წააგებენ. მათ შორის დისკუსიას წააგებენ იმაზე, მიხეილ სააკაშვილს უფლება ჰქონდა თუ არა, სასამართლო სხდომას დასწრებოდა. ეს ცალსახა შეცდომაა, რასაც ხელისუფლება ყველგან წააგებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი
შემდეგი სტატიაიოსელიანი – სააკაშვილს უნდა ჰქონოდა უფლება, სასამართლო პროცესს დასწრებოდა