ხვიჩია – იმედი მაქვს, შარლ მიშელის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება

კონტრაქტების არშესრულება და უპატივცემულობა იმდენად ცუდი საქციელია, რომ არ შეიძლება, მას კარგი შედეგი მოჰყვეს. პოლიტიკურმა ძალებმა იმდენად ცუდი საქმე ჩავიდინეთ, რომ შინაარსობრივად ყველასთვის გასაგებია, დოკუმენტი იყო და ცალმხრივად გავიდნენ, ეს იმდენად ცუდი საქმეა, რომ ნებისმიერ ენაზე გასაგებია, მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე საუბრობ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის რეაქცია ბუნებრივია.

„არ მინდა, ქვეყანას რაიმე დაუზიანდეს ჩვენი მმართველობის ცუდი ქმედებების გამო, მაგრამ ვერავის ვერაფერს მოსთხოვ და საყვედურს ვერ ეტყვი იმ შემთხვევაში, როცა გეუბნებიან, რომ კონტრაქტი დადეს, არ შევასრულეთ და მათ აქვთ უფლება – ცუდ კაცად გამოგვაცხადონ, დახმარება არ მოგვცენ, დაგვაჯარიმონ და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავიდინეთ და ახლა ამის შედეგებს ვიმკით. იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესახებ წერს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გარე სპიკერად ჩამოყალიბდა – ვოლსკი
შემდეგი სტატიასაკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დააწესა