,,ყველას ვთხოვდი, დავით გარეჯის საკითხის ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ, საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება”

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, დავით გარეჯის თემაზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს.

​როგორც ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ განუცხადა, ქართული მხარისგან მიმდინარე პროცესებზე რეაგირება არის, რადგან საკითხი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

„ყველას ვთხოვდი, ამ საკითხზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ, რადგან საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მაქსიმალურად ცივი გონებითა და სწორად მივუდგეთ, რათა ამ პროცესში დამატებითი სირთულეები არ შევქმნათ.

ამ საკითხის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ამ წუთებში, აზერბაიჯანში შეხვედრა მიმდინარეობს და საკითხებზე შესაბამისი კომისია მუშაობს. საკითხი უკვე დაყენებულია და ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმაც იციან. კომისიას მუშაობა დავაცადოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განაცხადა დეპუტატმა.

თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესს ხელი არ შეეშალოს ზედმეტი დაძაბულობით.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ” – ჭიათურაში პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო