ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა

ყვარელში, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ქალი, მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კახეთის გზატკეცილზე ინციდენტის მონაწილე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამმა არასრულწლოვანმა თბილისში, კლინიკა “მედის” ოფისი გაქურდა