ხოშტარია – რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოლიტიკური პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისთვის ბრძოლა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, აქციები, პროტესტი, დაუმორჩილებლობაც ამ ბრძოლის მნიშვნელოვანი ელემენტია იმიტომ, რომ ფაქტია, ადამიანის უფლებები ირღვევა, – ასე შეაფასა პარტია “დროას” ლიდერმა,ელენე ხოშტარიამ 21 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია.

„დღეს ჩვენ ექიმებსაც ვუსმინეთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოლიტიკური პოზიცია, მისი უფლებებისთვის ბრძოლა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციაში შესაძლო მონაწილეობაზე ჯერ პარტიაში კონსულტაცია არ მქონია, თუმცა, ზოგადად მიმაჩნია, რომ საპროტესტო აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ბრძოლაში”,-განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას…
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო