ხორვატიის პრეზიდენტი – ისრაელმა მთელი ჩემი თანაგრძნობა, სამწუხაროდ, 15 წუთში დაკარგა

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა და მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უწყების წინ ისრაელის დროშის ჩამოკიდებასთან დაკავშირებით „იდიოტური ნაბიჯი“ უწოდა.

„ისრაელმა მთელი ჩემი თანაგრძნობა, სამწუხაროდ 15 წუთში დაკარგა. ხორვატიაში სხვა დროშების ადგილი არ არის, გარდა მკაცრად რეგულირებული სიტუაციებისა“, – განაცხადა მილანოვიჩმა მედიასთან საუბრისას.

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის უფლება არ მოიცავს შურისძიების უფლებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.

ამასთან, მილანოვიჩმა დასძინა, რომ ის ნატო-სა და ევროკავშირის დროშებსაც ხორვატიის დროშაზე ქვემოთ დაწევდა, რადგან ისინი ერთი არ არის და თანაბარ დონეზე არ უნდა იყოს აღმართული.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება
შემდეგი სტატიაკობახიძე – ვიქტორ ორბანი არის ევროპელი ლიდერი, ვინც საქართველოს მხარს უჭერს და აქვს სათანადო ფასეულობები, ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღიზიანებს