ყიფშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული იწვის

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, #6-ში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაიწვა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. მათი ინფორმაციით, ცეცხლი მოედო დანარჩენ სართულებსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოდ ხანძარი ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ამ წუთებში კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 13 ბრიგადა მუშაობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯემალ ჭკუასელი “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავიდა