ხელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს მანდატების განაწილები წესი შეცვალოს

ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ხელისუფლებამ შესაძლოა მანდატების განაწილების წესი შეცვალოს – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“ვენეციის კომისიის კრიტიკული დამოკიდებულება მანდატების განაწილების იმ წესის მიმართ, რაც “ქართულმა ოცნებამ” შემოგვთავაზა, მოსალოდნელი იყო. ეს არ არის საყოველთაოდ გაზიარებული პრაქტიკა ევროპაში. სრულიად შესაძლებელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ხელისუფლება გახდეს იძულებული, მანდატების განაწილების ის უსამართლო წესი, რაც შემოგვთავაზა, შეცვალოს და დაამკვიდროს მანდატების განაწილების სამართლიანი წესი, რასაც ჩვენ, “ევროპული საქართველო” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვთავაზობთ”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვენეციის კომისიას გარკვეული შენიშვნა აქვს, მანდატების განაწილებას უკავშირდება.

წინა სტატიაშივენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება – ოპოზიცია ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატია„საზოგადოება ამ ტყუილებს არ დაიჯერებს“ – მდინარაძე ოპოზიციის პოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით