ხაზარძე და ჯაფარიძე TBC ბანკში ბრუნდებიან

ხაზარძე და ჯაფარიძე თიბისი ბანკში ბრუნდებიან – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ლონდონში აქციონერთა კრება დასრულდა და აქციონერთა 97% მხარი დაუჭირა მის დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ დაბრუნებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.

“ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBC BANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან. ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში,”-წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაში“უნდა დადგინდეს, ვინ გასცა ბრძანება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა სპეცრაზმს”-ბესელია
შემდეგი სტატია„როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გაძლიერდა