ხაზარაძე – მე მიმაჩნია, რომ ჩემი მისია ახალგაზრდების უკან დგომა და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალი სისხლის შემოყვანაა.

gulis eleqsiri

მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანა აუცილებლად დაადგება აღმშენებლობის გზას. მან იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს ქვეყანაში დიდი, საერთაშორისო პროექტები – პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული თუ რეგიონული.

“მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ინტერესით თუ სად იქნებოდა მამუკა ხაზარაძე. ჩემთვის, ყოველთვის მთავარია სად იქნება გუნდი, ამ შემთხვევაში სად იქნება საქართველო.

მე ჩემს აგურს, ამ დიდ ბრძოლაში აუცილებლად დავდებ. ჩემს შრომას, გამოცდილებას, ენერგიას, იმ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც არიან “ლელოს” გუნდში. “ლელოს” ემატება უამრავი ახალგაზრდა და მე, ყოველთვის დავუჭერ მხარს მათ. მე მიმაჩნია, რომ ჩემი მისია მათ უკან დგომა და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალი სისხლის შემოყვანაა.

პირდაპირ გეტყვით, მე არ მაინტერესებს სად ვიქნები, არც თანამდებობა მაინტერესებს, მე მაინტერესებს ვნახო გამარჯვებული საქართველო.

მე ვიცი, ვხედავ, შემიძლია გავაკეთო დიდი საერთაშორისო პროექტები ამ ქვეყანაში – პოლიტიკურიც, ინფრასტრუქტურულიც, რეგიონულიც. მე ეს გამიკეთებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავადგებით აღმშენებლობის გზას” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშიევროპარლამენტარი ღარიბაშვილს – მისი უფროსები არ ვართ, ჩვენ პარტნიორები ვართ
შემდეგი სტატიათავის დროზე ენმ-ის მხარდამჭერიც იყო – მიქანაძე შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე