ყაველაშვილი – „გლობალურმა ომის პარტიამ“ ფსონი დადო სალომე ზურაბიშვილზე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ე.წ. გლობალური ომის პარტია ფსონს დებს ქვეყნის პრეზიდენტზე და ყველანაირად ეცდებიან, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ ზურაბიშვილის დამსახურებად გაასაღონ.

მისივე თქმით, ახლა მუშაობა ქულების დაწერაზე წავა და პროცესები იქით იქნება მიმართული, რომ ალტერნატიულ მთავრობაზე დაიწყოს მუშაობა.

„რატომ უთხრეს სამნიძეს, რომ იქნებ როგორმე გაერთიანდეს ეს რადიკალური ფრთა, შესაძლებელია სტატუსი მოგვცენ და რადიკალური ოპოზიცია იქნება დამარცხებულ მდგომარეობაში. ცხადია, ფსონი დაიდო სალომე ზურაბიშვილზე და ითქვა, რომ „გლობალური ომის პარტია“ გააკეთებს ყველაფერს ისე, რომ როგორმე სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს. ახლა წავა მუშაობა ქულების დაწერაზე და პროცესები წავა იქითკენ, რომ ალტერნატიულ მთავრობაზე დაიწყოს მუშაობა. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა გამოამჟღავნა ის, რაც მზადდებოდა საქართველოში. რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოც უნდა გამხდარიყო ამ პროცესის ნაწილი და უნდა მომხდარიყო დაპირისპირება რუსეთთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბალდის მოსახლეობა ინვესტორს ტერიტორიაზე არ უშვებს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ წალენჯიხაში დამეწყრილი გზის რეაბილიტაციისათვის 1 676 100 ლარი გამოყო