ხაბეიშვილი – გამოძიებას კითხვები ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის უკან

გამოძიებას კითხვები ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის უკან – მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„მათ კითხვები ჰქონდათ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თაღლითური სქემის უკან, მფარველები ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ, ან რამდენად ფართოა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი. მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რაც გამოკითხვის ოქმში აისახა და ჩემი მოთხოვნით ეს ჩაწერილია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვა იმიტომ, რომ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ასეულობით ასეთი ოფისის არსებობა დედაქალაქში, რომლებიც მილიარდობით დოლარს სძალავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რითაც საბოლოო ჯამში უნდა დაინტერესდეს საერთაშორისო გამოძიება.

ამ მიმართულებით ძალიან ბევრს გავაკეთებ და მივაღწევ იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, საერთაშორისო თაღლითობა, რაზეც აუცილებელი იქნება რეაგირება. ისინი იძულებულები არიან დაიწყონ გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი მათ ნამდვილად არ ჰქონდათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე უფრო მეტი ვიცი და რატომ მაინცდამაინც ეს ორი? – ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება