კერიმ სირიაში ახალი სამშვიდობო შეთახმება დააანონსა

აშშ-ს და რუსეთის სამხედროები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღდგენაზე დიალოგს მართავენ – ამის შესახებ დღეს ჯონ კერიმ განაცხადა.
“ჩვენი ჯგუფები სამხედროებთან დეტალებზე მუშაობენ, რომელის რეალიზებაც უნდა მოხდეს, რომ მისი (მშვიდობის-რედ) აღდგენა შესაძლებელი გახდეს” – განაცხადა კერიმ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის ახლა პრიორიტეტია ალეპოში ცეცხლის შეწყვეტა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სირიას სამშვიდობო პროცესში მხარეები მაქსიმალურად ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან მოქმედებდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაირღვა.

banner
წინა სტატიაშიჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მადრიდის “ატლეტიკო” გახდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე:2016 წელს ერთი მილიარდი დოლარით შემცირდება ექსპორტი