კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, მერის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი. დღეს დავწერე განცხადება. უკვე დავემშვიდობე თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა კასპის უკვე ყოფილმა მერმა.

ამასთან, მერებაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, სად განაგრძობს საქმიანობას. მისი თქმით, კერძო სექტორიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

banner
წინა სტატიაშიპროფესიული გადამზადების პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება