კასიანოვი – მადლობა ქართულ მხარეს უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის და ყველა საჭირო მოთხოვნილების უზრუნველყოფისთვის, რათა მათ თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში

სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო, ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად, მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. კასიანოვი ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარშს დაესწრო.

„ჩვენთვის ეს დღე გადაფარულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება და მათთვის ყველა საჭირო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისთვის, რათა თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში. ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია“,- განაცხადა კასიანოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსულ მუსიკას კრძალავს
შემდეგი სტატიამთავრობა გვყავს ოროსანა – ოზურგეთში აქცია “ევროპა ჩვენი არჩევანია” გაიმართა