კანდელაკი – რეგლამნეტის ცვლილებითაც კი, საერთაშორისო ასპარეზზე არავის არ ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი წარმოადგენენ ოპოზიციას

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, დაანონსებულ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, რანაირი ცვლილებაც არ უნდა შეიტანოს ქართულმა ოცნებამ რეგლამენტში, ეს ვერ შეცვლის ფაქტს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ რეგლამენტის ცვლილებით, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილის წარმოადგენენ რეალურ ოპოზიციას.

„რანაირი ცვლილებაც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ცეესკო-ს მონაცემებითაც, უბნების 53%-ში მაჟორიტარულ არჩევნების შემთხვევაში იყო ბიულეტენების მეტობა, ჩაყრის მტკიცებულება, ან ნაკლებობა, ანუ კარუსელის მტკიცებულება.

ეს არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც სადაო არ არის, რადგან თავად ცესკო-ს მონაცემებს ეყრდნობა, ასე რომ, წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი.

ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე არავის არ ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ინჯია, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ახლა ქართული ოცნების ნაწილია, როგორც ბატონი ელისაშვილი, რომელიც ასევე შეერწყა ქართულ ოცნებას, წარმოადგენენ ოპოზიციას.
ოპოზიციის იმიტაცია ვერ ჩაანაცვლებს რეალურად ოპოზიციას, ამ შემთხვევაში პარლამენში.“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაკანდელაკი – მანდატების გაუქმებით პარლამენტს დაესმევა საბოლოო ბეჭედი, რომ ის არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი