კალაძე – კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კოალიციური იქნება თუ არა მთავრობა, ამას არც სალომე ზურაბიშვილი წყვეტს და არც კახა კალაძე.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავრობის ფორმირების საკითხზე გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი 2024 წელს მიიღებს.

„ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი გადასაწყვეტი. ამას წყვეტს ხალხი – ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე, არა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ რეაბილიტირდება ბაგების დასახლების გზებიც
შემდეგი სტატიამელია – 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ