კალაძე გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და საკუთარი ბანკის უსაფრთხოების ექს- ხელმძღვანელს მერიის უსაფრთხოებას აბარებს

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნუგზარ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას კახა კალაძემ უპასუხა. მისი თქმით მას კედელაშვილის წარსულთან კითხვები არ აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. როგორც კალაძემ ჟურნალიტებთან აღნიშნა, ნუგზარ ჭონქაძე, წლების განმავლობაში მისი ბანკის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც იყო:
„ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და დარწმუნებული ვარ რომ ის თავს გაართმევს.“- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას გეგმავს თუ არა გადაწყვეტილების გადახედვას კალაძემ კითხვითვე უპასუხა:

„რატომ? რა დააშავა ამ ადამიანმა? რა წარსული აქვს ამ ადამიანს? წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საფინანსო სამსახურში, წლების განმავლობაში იყო პროგრეს ბანკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა.“- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშივერის ბაღში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
შემდეგი სტატია“სამართლებრივად უსუსური ანგარიში… პოპულისტური განცხადებები” – სასამართლო ომბუდსმენზე