კალაძე – ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს

ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. თუ რაიმე დასამატებელია კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც კალაძე განმარტავს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ არის აღჭურვილი თავისი ტექნოლოგიებით და ექიმებით არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ვერ მოვისმინეთ ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი უპრობლემოდ გაიაროს პატიმარმა. ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს”, – აღნიშნავს კალაძე.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” დეპუტატი სააკაშვილზე: რატომ უნდა გადაიყვანონ, კუჭის ოპერაცია უნდა თუ ტვინის?
შემდეგი სტატიასამხარაძე – ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, ეს ეჭვებს ბადებს