კახა მიქაია: სააკაშვილის პოლიტიკური წონა ჭარბობს მისი ოპონებტების წონას

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმიანება. მისი თქმით, მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაცია, რაშიც მას მოქმედი ხელისუფლება ეხმარება.

“როგორ შეიძლება შეფასდეს გუშინდელი სასამართლო პროცესი

  • სააკაშვილი საბოლოოდ მის მიერვე
    ,,რ ე ფ ო რ მ ი რ ე ბ უ ლ ი” სასამართლოს წინაშე წარსდგა…
  • მას პოლიტიკურად განახლების უნარი ნამდვილად გააჩნია. მისი პოლიტიკური წონა ნამდვილად ჭარბობს ოპონენტისას… ხოლო, როგორც ,,შოუმენი” და პოლიტიკური პერფორმანსის ,,უბადლო ოსტატი,” ამ დამცრობილ პოლიტიკურ სპექტრში, ,,სამწუხაროდ”, უდავოდ ერთადერთია…
    რაც შეეხება მის გულწრფელობას, კონკრეტულად ბოდიშს, ვფიქრობ, ამაზე საუბარი არარელევანტურია, მარტივი მიზეზის გამო – სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა მისადმი ნდობის, მასში გულწრფელობისა და სინანულის განცდის არსებობის მტკიცების საშუალებას ნაკლებად იძლევა.
    სააკაშვილის მიზანი, ოცნების მმართველობის პირობებში, შეძლოს პოლიტიკური რეაბილიტაცია, აშკარაა და თვალსაჩინო, რაშიც მას ყველაზე კარგად თავად ,,ოცნება” ეხმარება…

და ბოლოს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მისი დამოუკიდებლობის მესაძირკვლის და დამფუძნებლის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მტრები (ორივე მხარეს ვგულისხმობ), იძულებულნი არიან, წლების შემდეგ, სწორედ მისი სახელის აპელირებით და მასთან მსგავსების მცდელობით, საკუთარი ადგილი ეძიონ საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე…

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესი, არსებული ტენდეციის კიდევ ერთი გამოვლინებაა…”- წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, ღიმილის მომგვრელიც აღარაა
შემდეგი სტატიაკობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება