კახა მიქაია კობახიძეს: „ირაკლი, შვილო, ამ სიტყვებით მამაშენის სულიერ მამას, ჯაბა იოსელიანს ჩასძახე საფლავში!“

გიხაროდენ!!!

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია„ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ,,იუმორინას“ სცენარით წარმართულ კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაზე, პარლამენტის ჩვენმა ყმაწვილმა თავიმჯდომარემ, რომელსაც თავი მართლაც, პარლამენტის თავიმჯდომარე ჰგონია, ახალგაზრდებს ილიას გზით სვლისკენ მოუწოდა, ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა და გააფრთხილა, ილიას ქვეყანაში კომუნიზმი ვერ გაიმარჯვებსო (ამ ბოლო დროს, რავა ყველა – ბრიყვი თუ ჭკვიანი ილიას გზით სვლისკენ მოგვიწოდებს?!)“ – ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია „ფეისბუქში“ წერს და კობახიძეს მიმართავს:
„ირაკლი, შვილო, ამ სიტყვებით მამაშენის სულიერ მამას, ჯაბა იოსელიანს ჩასძახე საფლავში! ამასობაში, ,,თვითკრიტიკულმა“ უგულავამ, ,,TV პირველის” პირდაპირ ეთერში ივანიშვილს მოუწოდა, ფოცხის ტარი შუბლში რომ არ მოგხვდეს, გერმანიაში, ბოტასების სკანდალში გახვეული და თორდიას გამლახავი ფარცხალაძე მოიშორეო და „დედლაინიც“ დაუწესა. ერთი სიტყვით, იმ ქვეყანაში, სადაც „ბოოოთლებს ვიბარებთ, ბოოოთლებს“ თუ „ხეებს ვყიდულობთ“ ბაყაყების გაბმულ ყიყინში, ძაღლიც ჰყეფს და ქარავანიც მიდის!“

banner
წინა სტატიაშიტრამპს ისრაელში ვიზიტის დროს 10.000 პოლიციელი დაიცავს
შემდეგი სტატიაპასტორს ქრისტესავით წყლის ზედაპირზე უნდა გაევლო, მაგრამ ნიანგებმა შეჭამეს