კახა კუკავა: ქვეყანაში რაღაცა ერთი ინსტიტუტი მაინც დარჩა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ავტორიტეტის ნატამალი

“ჩვენმა ეკლესიამ, ასევე რამდენიმე პროტესტანტულმა გაერთიანებამ და მუსლიმანურმა სამმართველომაც გამოხატა თავისი პოზიცია, მათაც დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება მარიხუანას ლეგალიზაციის, თუ ექსპორტის კანონპროექტებთან დაკავშირებით. მართლმადიდებლური ეკლესიაც არის რელიგიური გაერთიანება და მას აქვს გამოხატვის სრული თავისუფლება. სხვა საკითხია, რომ მის პოზიციას მეტი წონა აქვს ჩვენს საზოგადოებაში და მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. მე არ ვიცი სეკულარულ თუ არასეკულარული სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც შეიძლება უარყოფითი მოვლენა იყოს ის, თუ რომელიმე ინსტიტუციას აქვს დიდი ავტორიტეტი. პირიქით, ეს კარგია და მისასალმებელია, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ერთი ინსტიტუტი მაინც დარჩა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ავტორიტეტის ნატამალი,”-აცხადებს კახა კუკავა

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა