კაია კალასი – ისტორია დაიწერა, მიხარია, რომ უკრაინას და მოლდოვას გადაეცა კანდიდატის სტატუსი და მკაფიო ევროპული პერსპექტივა საქართველოს

ისტორია დაიწერა, მიხარია, რომ ევროკავშირის საბჭომ გამოიყენა მომენტი და გადაწყვიტა, უკრაინისთვის გადაეცა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი „ტვიტერზე“ წერს.

„ეს ადასტურებს უკრაინის კანონიერ ადგილს ევროპაში. ისინი იბრძვიან იმ თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ასევე მოხარული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი გადავეცით მოლდოვას და მკაფიო ევროპული პერსპექტივა საქართველოს“,- წერს კაია კალასი.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინის მომავალი ევროკავშირშია
შემდეგი სტატიადენის შმიგალი: ისტორიული დღე უკრაინისთვის და ახალი ეტაპი ჩვენი ევროპული სახელმწიფოს განვითარებაში