ჯოზეფ ბორელი – დღეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას

დღეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას.

„ახლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე, რათა ავაშენოთ საქართველოს მომავალი ევროპაში. საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას! დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთად სამუშაოდ მზად ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ააშენოს საქართველო ევროპული მომავალი“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გარდამტეხ მომენტს
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი-ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე