Jessie J კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

 

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

06/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს –  №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს  და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს,    გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

 

banner
წინა სტატიაში2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული
შემდეგი სტატიასასამართლომ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილი არ დააჯარიმა