ჯაფარიძე – როდესაც 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ვერდიქტს მიიღებს, გასტუმრებული იქნება ხელისუფლებიდან

შარლ მიშელის დოკუმენტს ეწოდება საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, მას ასე უწოდებს ევროკავშირი, მას ასე უწოდებს შეერთებული შტატები. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს რუკა აღარ არსებობს, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა გაქრეს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმი, შარლ მიშელის დოკუმენტი არის საქართველოს ევროპული მომავალი.

„ამ საგზაო რუკის გაქრობა არის ქართველი ერის ნების წინააღმდეგ. როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ქართველი ხალხის ვერდიქტს 2 ოქტომბერს, იქნება ვადამდელი არჩევნები და ის გასტუმრებული იქნება ხელისუფლებიდან. ჩვენ ახლახანს წარვადგინეთ თბილისის განვითარების ჩვენი ხედვა, რომელსაც ჰქვია თბილისის მარშალის გეგმა, ის გამორჩეულია იმით, რომ იქ არის ცხრა ნაბიჯი განსაზღვრული, რომელიც უნდა გადაიდგას თბილისის განვითარებისთვის, რომ თბილისი გახდეს ევროპული დედაქალაქი და კომფორტული ყველა თბილისელისთვის. თბილისი უნდა გადავიდეს კოალიციური მმართველობის ხელში იმისათვის, რომ თბილისის საკრებულო მართლაც გახდეს თბილისის პარლამენტი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსის მძიმე დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ