ჯაფარიძე: ჩვენს შტაბში შსს-ს ფორმაში გამოწყობილი ხალხი შევარდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 17, 2020 10:13

ჯაფარიძე: ჩვენს შტაბში შსს-ს ფორმაში გამოწყობილი ხალხი შევარდა

გირჩის ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, ამ წუთებში Sakhelosno BAR-ში, რომელიც პარტიის შტაბის ფუნქციას ასრულებს, შსს-ს ფორმაში გამოწყობილი ხალხი გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში უშლის ხელს.

“რამდენიმე კვირაა, Sakhelosno BAR-ში ფუნქციონირებს გირჩის შტაბი.

ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილია თქვენი უწყების [მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს] ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში.

იქნებ დაუყოვნელივ გაარკვიოთ, ვინ არის ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ, რომ მათ არ აქვთ უფლება, ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში”. – წერს ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

როგორც ტაბულას გირჩის პრესსამსახურში უთხრეს, ეს სივრცე მათი დროებითი საარჩევნო შტაბია. აღსანიშნავია, რომ ბარებს პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გამო 22:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვთ, თუმცა კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 17, 2020 10:13