ივლისში, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ და პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2016 12:49

ივლისში, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ და პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლის პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების სიას აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნაჩვენები, ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულობა „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 2 124 570 ლარის ოდენობით მიიღო.

621 527 ლარით მეორე ადგილს პაატა ბურჭულაძის პარტია იკავებს, რომელსაც 195 800 ლარით „თავისუფალი დემოკრატები“ და პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ 208 400 ლარით მოჰყვება.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ამ თვეში 103 994 ლარით დაფინანსდა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ივლისში შემოწირულობების სახით 9 590 ლარი მიიღო.

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯამში პარტიების შემოწირულობებმა ერთი თვის განმავლობაში 3 486 1191 43 ლარი შეადგინა.

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2016 12:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics