“ივანიშვილთან საუბარში წამოვიდა, იქნებ “პროგრესს ბანკი“ გეყიდათო“

“ჩვენ ბოლომდე გვქონდა გარიგება მიყვანილი „სოსიეტე ჟენერალთან“ , ბანკი „რესპუბლიკის“ მფლობელი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ უნდოდათ ბაზარი დატოვება სწორედ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. 2013-2014 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ საქართველო. მე პირადად გახლდით ჩართული ამ პროცესში, ვიყავით პარიზში და შევხვდი „სოსიეტე ჟენერალის“ გენერალურ დირექტორს, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენ გვინდა გასვლა და თქვენი ფასი გვაწყობს, გვაქვს სხვა შემოთავაზებებიც და რეპუტაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდა, თქვენთან გავაფორმოთ ხელშეკრულება“. ამ ხელშეკრულებით დავბრუნდი, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა გააჩერა ჩვენი გარიგება და შესაბამისად გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ჩინური კომპანია ესაუბრებოდა „სოსიეტე ჟენერალის“ ყიდვაზე. ეროვნული ბანკის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და ქუმსიშვილთან მიმდინარე საკითხებზე. უბრალოდ ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, რატომ ქართველებს არ გვეძლევა საშუალება, გავფართოვდეთ. საუბარში ითქვა, ბატონმა ბიძინამაც დაადასტურა – მეც ასე ვფიქრობ ქართველებმა და ასეთმა წარმატებულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს გარიგება. უბრალოდ, საუბარში წამოვიდა, იქნებ „პროგრეს ბანკიც“ გეყიდათ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, იცოდა, რომ „პროგრეს ბანკი“ მცირე ბანკი იყო, „თიბისი“ შევიდა „პროგრეს ბანკში“.

“მალე მივიღეთ თანხმობა ეროვნული ბანკიდან. „პროგრეს ბანკში“ შევედით აუდიტით და საბოლოო ჯამში „პროგრეს ბანკი“ არ გვიყიდია, ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები. ამის მერე მოხდა ეროვნული ბანკის მიერ „პროგრეს ბანკი“ დახურვა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს კარგავს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია..