ივანიშვილის დენდროლოგიური პარკების გახსნის თარიღი ცნობილია – “ქართუს” განცხადება

“ფონდი ქართუს” ინფორმაციით, სოფელ წვერმაღალასთან არსებული დენდროლოგიური პარკი 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის – 2020 წლის ზაფხულში გაიხსნება:

“ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში. გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის”, – წერია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო თბილისში – შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაკანაფის კულტივაცია/ექსპორტი – კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო