იუსტიციის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეები დააფინანსა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეები დაფინანსდა.

საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა”. მისი მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა. ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში – 4, იმერეთში – 9, სამეგრელოში – 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” დირექტორი ირაკლი ხელაძე ბიზნესიდეების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქედაში მცხოვრებ ყოფილ პატიმარს ოჯახში ესტუმრა და ხუთი ათასი ლარის ღირებულების საჭირო მასალა გადასცა. მერაბ შარაბიძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მისი ბიზნესიდეა ვაზის განაშენიანებასა და ღვინის წარმოებას უკავშირდება. მერაბ შარაბიძემ საგრანტო კონკურსის გარდა, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. მათ შორის ბიზნესიდეის შექმნისა და განხორციელების შესახებ ტრენინგი წარმატებით დაასრულა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2013-2015 წლებში იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში, 22 ყოფილი პატიმრის 21 ბიზნესიდეა დააფინანსა. ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, 2016 წელს სამინისტრომ საგრანტო თანხა გაზარდა და ამჟამად, უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელებას. საგრანტო კონკურსში ის ყოფილი პატიმრები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. ეს პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სხდომაზე ლადო პაპავას გადადგომის საკითხი არ განიხილება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია საგანგებო მიმართვას ავრცელებს