იურიდიულმა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულება. კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ნორმები ემატება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ცალკე თავის სახით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. კომიტეტმა კანონპროექტში რამდენიმე რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილება შეიტანა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა საკუთარი ორგანოს არჩევნების თარიღი დაამტკიცა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდისა წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავების ინიციატივით გამოდის