ითარგმნოს კარასინის განცხადება და მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს

მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს, ითარგმნოს კარასინის განცხადება და მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ ამოწურა რესურსი აბაშიძე-კარასინის ფორმატმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, როდესაც ზურაბ აბაშიძე პრაღიდან დაბრუნდება.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კარასინთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ “დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. კარასინამ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებაც მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძეზე „გუდვილის“ შენობა იწვის
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დაინიშნა