ISW: რუსეთს არ ყოფნის რეზერვები ლუჰანსკისში მაშტაბური შეტევის განსახორციელებლად

ომის შესწავლის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს არ ყოფნის რეზერვები ლუჰანსკის რეგიონში მაშტაბური შეტევის განსახორციელებლად.
ანალიტიკოსების აზრით, ამის მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორია:
რუსეთის სახმელეთო ჯარები შედიან რეგულარულ ქვედანაყოფებში და არა ბატალიონის ჯგუფებში ან სხვა სპეციალურ სტრუქტურებში.
რამდენიმე სატანკო ერთეულის ნაკლებობა.
სხვა სამხედრო ოლქების და საჰაერო სადესანტო ძალების უმეტესობა უკვე ჩართულია და არ წარმოადგენს დიდ რეზერვს, რომელიც მოსკოვმა შეიძლება მოულოდნელად გადაისროლოს ბრძოლაში. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაციამ რეზერვიდან მექანიზებული დანაყოფები შეიყვანა ლუჰანსკის ოლქში, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ რადიკალურად შეცვალოს მიმდინარე შეტევის კურსი, თუმცა ბრძოლის ინტენსივობა შეიძლება გარკვეული ხნით გაიზარდოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მოახდინოს თავისი არმიის რეფორმა უკრაინასთან გაჭიანურებული ომის საწარმოებლად.

banner
წინა სტატიაშიმადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს (VIDEO)
შემდეგი სტატიავიცავთ ბახმუტს და კონტრშეტევას ვამზადებთ-ზელენსკი