ისრაელმა ირანს განაჩენი გამოუტანა

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მსოფლიოს ისრაელის დაზვერვის სკანდალური და უდიდესი მონაპოვარი გააცნო.

საუბარია ნახევარ ტონამდე საიდუმლო მასალაზე, 55000-მდე დოკუმენტებზე, ფოტოებზე და კომპიუტერის 186 დისკებზე, რომელიც ისრაელის დაზვერვამ რამდენიმე კვირის უკან მოიპოვა და რომელიც ადასტურებს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე, ირანსა და დასავლეთს შორის მიღწეული ვენის შეთანხმების შემდეგაც მუშაობდა.

,,საუბარია ისტორიაში ისრაელის დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მონაპოვარზე, სადაც დასტურდება, რომ ირანი, ბირთვული შეთანხმების შემდეგაც დიდ ძალისხმევას ხარჯავდა ბირთვული კვლევების დასაფარად და მან თავისი არქივები ახალ საიდუმლო ადგილებში გადამალა. ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ირანი ტყუოდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისგან შეთანხმება და სანქციების მოხსნა მიეღო,, განაცხადა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამოსვლისას.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ისრაელი არა მხოლოდ საკუთარ თავს გაუწევს დიდ სამსახურს, არამედ აშშ-სა და მის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რომელმაც რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს ირანთან შეთანხმების გაუქმებაზე გადაწყვეტილება… ,,იმედი მაქვს, ის მიიღებს ისრაელის, აშშ0სა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის საჭირო გადაწყვეტილებას, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებების პარალელურად, ისრაელის მოსახლეობა ირანთან შესაძლო ომზე გააფრთხილეს…

ისრაელის მოქალაქეებმა WhatsApp -ის მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებში მიიღეს შეტყობინება, რომელიც თითქოსდა ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვას შეიცავდა საკუთარი მოსახლეობის მიმართ და სადაც საუბარი იყო ირანთან 48 საათში დასაწყები საომარი მოქმედებების შესახებ…

მიმართვის გამავრცელებლები ეყრდნობოდნენ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ სოციალურ ქსელ ,,twitter,,-ში  და ტელეკომპანია ,,itv,,-ში გაკეთებულ განცხადებებს.

ებრაული ტელეარხის რედაქციამ, უარყო ინფორმაციასთან რაიმე კავშირი და განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არც ,, twitter,,-ით გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშინეთანიახუ ირანს ატომური იარაღის პროექტზე მუშაობაზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაავღანეთში BBC-ს ჟურნალისტი მოკლეს