ირმა ინაშვილმა საყოველთაო გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა

“7 დღის წინ, ანუ 2019 წლის 25 სექტემბერს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სრულიად საქართველოს მასშტაბით დაიწყო საყოველთაო გამოკითხვა, რომელიც სულ 3 შეკითხვას მოიცავს. გაცნობებთ ასევე, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ბათუმში ჩვენ გამოვკითხეთ 77 ათასზე მეტი ბათუმელი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 65 000-ზე ნაკლებმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, ასევე, 65 000-ზე ნაკლებმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ კი, 77 000-ზე მეტი ბათუმელი გამოვკითხეთ.
გამოკითხვა აწარმოა 1082-მა მოხალისემ.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 69%-ი, ანუ 53 ათას 130 ბათუმელი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. მერყეობს, ან თავს იკავებს პასუხის გაცემისგან 16%-ი. წინააღმდეგია მხოლოდ 15 %-ი. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 75%-ი, ანუ 57 ათას 750 ბათუმელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. მერყეობს ან თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან 14%-ი, ხოლო წინააღმდეგია მხოლოდ 11%-ი.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 64%-ი, ანუ 49 ათას 280 ბათუმელი თვლის, რომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობა იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან 25%-ი, ხოლო წინააღმდეგია 11%-ი.
ღიად მინდა განვაცხადო, ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალურ ტყულის ატმოსფეროში, რომლის ორგანიზატორებიც არიან სწორედაც რომ სააკაშვილები, ბოკერიები და მათი მფარველი კრამერები და ბრაიზები. ჩვენ გავაგრძელებთ საყოველთაო გამოკითხვას, შემდეგი იქნება ქალაქი ქუთაისი, ალბათ, შემდეგ ზუგდიდი და გაზაფხულისთვის ჩვენ თბილისს გამოვკითხავთ.
გამოკითხვის ყველა ფურცელს, ანუ გამოკითხვის სრულ დოკუმენტაციას ჩვენი პოლიტიკურ გუნდი ღიად და საჯაროდ გადასცემს საქართველოს პარლამენტს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ინტერპერტაციები და სპეკულაციები”-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და გრენადას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება
შემდეგი სტატიადემნა გვასალიამ სალომე ზურაბიშვილს კაბა შეურჩია