ირმა ინაშვილი: ვაპირებ მაჟორიტარად დავაყენო კანდიდატურა

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ საკუთარ კანდიდატურას არჩევნებში მაჟორიტარად დააყენებს. ამის შესახებ ინაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი გამარჯვებისთვის ემზადება.

“ვაპირებ მაჟორიტარად დავაყენო კანდიდატურა, არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული, ეს არ იქნება თბილისი, შეიძლება იყოს ბორჯომი, შეიძლება სხვა მხარე იყოს. მემგონი ყველგან მიმიღებენ, სადაც არ უნდა დავაყენო კანდიდატურა, ნებისმიერ მხარეში”, – თქვა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხვალ, 23 მაისს, მეორე მოსმენაზეც დაუჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო