IRI: 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 18:18

IRI: 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა,- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღინიშნებოდა ძალადობის, დარღვევებისა და უკანონო კამპანიის და/ან ზეწოლის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. როგორც ორგანიზაციის წინასწარ ანგარიშში, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცედურები და ადმინისტრაცია არ იყო უნაკლო, თუმცა იგრძნობოდა გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოკლევადიან დამკვირვებლებს არ შეუმჩნევიათ საკმარისი მტკიცებულებები კომისიის წევრების მიკერძოებულობის დასადასტურებლად; მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია იყო კარგად დატრენინგებული და დაკომპლექტებული, რაც საარჩევნო პროცედურის სწორად აღსრულებაში გამოიხატა.

„ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ“,-ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აცხადებს – აღნიშნული გაუმჯობესებების მიუხედავად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში დათვლის პროცესი წარმოადგენდა პრობლემას, რომელიც ჩრდილს აყენებდა საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურობას.

„ბევრ შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები; ასევე, ეგზიტპოლები, რომლებიც მიკერძოებულობითა და ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაციის მოკლევადიან დამკვირვებელთა 25%-მა შენიშნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგნელების ან დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში ან თვლის პროცესში ჩარევის მცდელობა; 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე; 25%-მა აღნიშნა, რომ კომისიის მდივანმა გამოუყენებელ ბიულეტენებს არ მოაჭრა ყუა და/ან არ მოათავსა ცალკე კონვერტში; დამკვირვებელთა 43,75%-ის ინფორმაციით აღინიშნებოდა გარკვეული კითხვები და უკმაყოფილება ხმის დათვლის პროცესში“,-ნათვამია IRI-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის დამკირვებლების დასკვნით, დარღვევათა ან ხარვეზთა უმრავლესობა ტექნიკური ხასიათის იყო და არჩევნების საბოლოო შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 18:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,622
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics