IRI: 77% თვლის, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღი იქნება

მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის კოალიციური მმართველობა ჯანსაღი იქნება. ასეთია IRI-ის ახალი კვლევის შედეგები, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, “ეთანხმებით, თუ არ ეთანხმებით შემდეგ წინადადებას: საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღი იქნება, თუ არა მთავრობაში რამდენიმე პარტიის ყოლა”, პასუხების მიხედვით, მოსახლეობის 51% სრულად იზიარებს ამ დებულებას, 26% ნაწილობრივ, 9% ნაწილობრივ არ იზიარებს, ხოლო 8% სრულად არ იზიარებს. 7%-ს პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიIRI:გამოკითხულთა 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს
შემდეგი სტატიაIRI-ის კვლევით, ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჯარი, მეორეს საპატრიარქო, მესამეს კი იუსტიციის სახლი